საუკეთესო გუნდს გასვლით მატჩებში სერიის გაგრძელება სურს
თუკი არის გუნდი, რომელიც პრიმერას გასვლით შეხვედრებში სტაბილურობით გამოირჩევა ეს ”ბარსელონაა”. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - კატალონიელებმა სტუმრად 4 შეხვედრაში იმარჯვეს. ამას გარდა ”ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს გასვლაზე. ამ მაჩვენებლით ისინი 2-ჯერ სჯობნიან მეორე ადგილზე მყოფ გუნდს - მადრიდის ”ატლეტიკოს”. ”ბარსამ” 14 გოლი გაიტანა, მადრიდელებმა კი 7. დღეს პრიმერას ლიდერი კვლავ გაივლის გასვლითი მატჩების სტაბილურობის ტესტს. გუნდი ამას ვალეკასში გააკეთებს, სადაც ნახევარი წლის წინ ”რაიო” 0:7 გაანადგურა.
ალვესი მზადაა
ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრაში ტიტო ვილანოვას უკვე დანი ალვესის იმედი ექნება, რომელიც განიკურნა ელ კლასიკოში მიღებული ტრავმისგან. განაცხადში ასევე დაბრუნდა სერხიო ბუსკეტსი, რომელიც ”სელტიკთან” შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არ იმყოფებოდა დაუბრუნდა გუნდს. გუნდს ”რაიოსთან” ვერ დაეხმარება ხავიერ მასკერანო. ამას გარდა გუნდის ლაზარეთში შემდეგ ფეხბურთელები რჩებიან: პიკე, პუიოლი, ტიაგო, აბიდალი, კუენკა, მუნიესა.
არაპროგნოზირებადი ”რაიო”
”ბარსა” პრიმერას ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად გუნდს შეხვდება. ”რაიო” პრიმერას მესამე გუნდია გატანილი გოლებით - 11 გოლი, თუმცა მათ საკუთარ კარში 17 ბურთი აქვთ მიღებული. ”რაიომ” 1:2 დაამარცხა ”ბეტისი” სევილიაში, ხოლო მადრიდში ”ატელტიკოსთან” 4:0 ანგარიშის შემდეგ 3 ბურთი გატანა შეძლო და თითქმის 1 ქულის გადარჩენა შეძლო. ასევე გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა ”ვალიადოლიდთან” - 6:1. ”ბარსასთან” ნაკლებსავარაუდოა, რომ პაკო ხემესის გუნდი 3 მცველით ითამაშებს. გუნდი ასეთი სქემით საწყისს ტურებში ასპარეზობდა, თუმცა ბოლო დროს ისინი 4 მცველიან ტაქტიკაში გადავიდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]