არანგო: ”საჯარიმო დარტყმების შესრულებით მესის და რონალდუს არ ჩამოვრჩები”
”მიუნხენგლადბახის ბორუსიას” ფეხბურთელი, ხუან არანგო ძალიან მაღალ დონეზე აფასებს საკუთარი თამაშის გარკვეულ ასპექტებს.
არანგოს მხედველობაში საჯარიმო დარტყმების შესრულება აქვს და გვარწმუნებს, რომ ამ კუთხით ის ”ბარსელონას” თავდამსხმელს, ლეო მესის და მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს არ ჩამორჩება.
”საჯარიმო დარტყმების შესრულებასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს არ ჩამოვრჩები. ამ ასპექტში ისეთივე ძლიერი ვარ, როგორებიც ისინი არიან. ასეთ დარტყმებს დიდი სიზუსტით ვასრულებ. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე” - განაცხადა ვენესუელელმა ფეხბურთელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]