მსოფლიო ლეო მესის თვალებით
გამოცემა ”El Mundo Deportivo”-მ გამოაქვეყნა ლეო მესის ინტერვიუ, სადაც ის მის გარშემო მყოფ ადამიანებს ახასიათებს და საკუთარ აზრს აფიქსირებს საინტერესო ფაქტებზე.
ტიტო ვილანოვა: ”ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. მე გამიხარდა როცა გავიგე, რომ ”ბარსას” ის ჩაუდგებოდა სათავეში. ტიტომ დაამტკიცა, რომ შეუძლია შედეგის მოტანა. ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად ტიტულების მოგებას შევძლებთ”.
ჩავი ერნანდესი: ”როგორც ფეხბურთელს მას ყველანი კარგად იცნობთ, რადგან მისი ხილვა ყოველ 3 დღეში შეგიძლიათ. ის ამასთანავე შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც უდიდესს პატივს ვცემ. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ის ჩემი კარგი მეგობარია”.
ანდრეს ინიესტა: ”იგივეს თქმა შემიძლია ანდრეს ინიესტაზე. ის და ჩავი საფეხბურთო კუთხით გვანან ერთმანეთს. ხასიათით კი ინიესტა უბრალო და მორიდებულია. ის დიდებული ადამიანია”.
ერიკ აბიდალი: ”აბიდალი ნამდვილად შესანიშნავი ადამიანია. ყველაფერს, რაც მას შეემთხვა ის ღიმილით შეხვდა. ის ჩვენ ძალებს გვმატებს, არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. ახლა ერიკი ყოველ დღე ვარჯიშობს და პროგრესირებს. ეს წარმოუდგენელია და ყველასთვის ძალიან სასიხარულოა”.
დავიდ ვილია: ”დავიდთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, თუკი მის ხასიასთს გავითვალისწინებთ. ვილია შესანიშნავი პიროვნებაა. პრესაში მოედანზე მომხდარი ინციდენტი გაამუქეს, ის მომენტი მოედანზე დარჩა”.
ხავიერ მასკერანო: ”ხავიერი ”ბარსელონასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. თავდაპირველად მის შესაძლებლობებში ეჭვი ბევრს ეპარებოდა, მაგრამ მან გვაჩვენა, რომ დიდებული ფეხბურთელია”.
პელე: ”მან ფეხბურთში უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს წვლილი შეიძლება შევაფასოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტის ამ სახეობაში. რაც შეეხება მის პირად თვისებებს, აქ მე შეფასების გაკეთება არ შემიძლია, რადგან მას სათანადოდ არ ვიცნობ”.
დიეგო მარადონა: ”შემიძლია მხოლოდ იმით განვსაჯო, რაც პირადად მაქვს ნანახი. მე გამიმართლა და მისი გაცნობა მოვახერხე როგორც ადამიანის და მწვრთნელის. შემიძლია გითხრათ, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”.
მადრიდის ”რეალი”: ”მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. შეხვედრები მათ წინააღმდეგ წარმოუდგენლად ლამაზები გამოდის. მაყურებლებისთვის ეს დიდი სიამოვნებაა”.
ჟოზე მოურინიო: ”დიდებული მწვრთნელი”.
კრიშტიანუ რონალდუ: ”ის დიდებული ფეხბურთელია. როგორც ადამიანს მას არ ვიცნობ, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა”.
პეპე: ”დიდებული მცველი”.
არგენტინა: ”ითამაშო ნაკრებში კაპიტნის როლში ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევა იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება”.
”ბარსელონა”: ”ეს ჩემი სახლია. ამ კლუბში დიდი ხანია ვარ, რომელთანაც ძალიან ვარ დაკავშირებული. ”ბარსელონასთან” ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს”.
”ნოუ კამპი”: ”ეს მსოფლიოს ულამაზესი სტადიონია. აქ თამაში ყველაზე შესანიშნავი გრძნობაა”.
სანდრო როსელი: ”ბევრის თქმა არ შემიძლია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც ”ბარსას” ყველა ფეხბურთელთან. ის შესანიშნავი პრეზიდენტია”.
ნეიმარი: ”შესანიშნავი მოთამაშე. ის ბრაზილიაში დიდი ხანია კარგად თამაშობს”.
ოჯახი: ”ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე მესი სულ სხვა იქნებოდა. მე გამიმართლა, რომ ისინი მუდამ ახლოს არიან”.
სიღარიბე: ”ამას არავის ვუსურვებ. მადლობა ღმერთს, რომ მასთან შეხვედრა მე არ მომწევია”.
გოლი: ”როდესაც გოლი გაგაქვს შესანიშნავ გრძნობას განიცდი. ამის გაკეთება ყოველთვის მომწონდა”.
”ოქროს ბურთი”: ”ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომლის მოგებაც საბედნიეროდ 3-ჯერ მოვახერხე, ახლი კი კვლავ კანდიდატებში ვიმყოფები. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს”.
მარცხი: ”არასდროს მსურს დამარცხება. არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში. არ მომწონდა დამარცხება, როცა პატარა ვიყავი და ეს დღესაც ასეა”.
გამარჯვება: ”აქ ყველაფერი პირიქითაა. მე მსურს ყველაფრის მოგება, რაც კი შეიძლება. შენ იმისთვის თამაშობ, რომ მოიგო. მე ეს მიყვარს”.
P.S. ესეც ჩემი 2600-ე სიახლე ბარსამანიაზე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]