პაკო ერერა: "არ არის საჭირო ჭკუიდან გადასვლა "ბარსელონასთან" მატჩის გამო"

პაკო ერერა: "არ არის საჭირო ჭკუიდან გადასვლა "ბარსელონასთან" მატჩის გამო"

ესპანური "სელტას" მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ერერამ განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" არ უფრთხის. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-10 ტურში "სელტა" სწორედ "ბარსელონას" ეწვევა "კამპ ნოუზე". 

 

"ბარსელონასთან" მატჩში ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი სათამაშო სტილის შეცვლას. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ შეტევაში და დაცვაში, როგორც გუნდი მოითხოვს, თავის დონეზე. არ არის საჭირო ჭკუიდან გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ "ბარსელონას" ვეთამაშებით. ჩვენ უნდა შევინახოთ მატჩისთვის ჩვენი ფილოსოფია. შემდეგ კი უბრალოდ ჩვენი გამოსვლა შევაფასოთ, თუ რეალურად გადავხედავთ, ჩვენ ველოდებით ამ თამაშში ქულას, მე 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. ამიტომ, ჩემ მთავარ ამოცანას იმაში ვხედავ, რომ ამ მატჩის შემდეგ გუნდმა უბრალოდ პროგრესი განიცადოს" - განაცხადა ერერამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.