ხავი ვარასი ”ნოუ კამპზე” ბრუნდება

ხავი ვარასი ”ნოუ კამპზე” ბრუნდება

 

უკვე 1 წელზე მეტი გავიდა, რაც ხავი ვარასმა ”ნოუ კამპზე” ჩატარებული შესანიშნავი თამაშით გულშემატკივრები მოხიბლა. ამჟამად ”სელტას” კიპერი ”ნოუ კამპზე” 2011 წლის 22 ოქტომბერს ”სევილიას” მეკარის სტატუსით ჩავიდა. ”ბარსას” ბევრ ქომაგს ის დღე არ ავიწყდება. სტატისტიკური მაჩვენებლი ყველაფერზე მეტყველებს: ”ბარსამ” მატჩის განმავლობაში მეტოქის კარში 21 დარტყმა განახორციელა, აქედან 7 ზუსტი იყო, რომლებიც ხავი ვარასმა შესანიშნავ სტილში მოიგერია. ”სევილიამ” შეხვედრაში 1 ქულა მოიპოვა, შეხვედრის ბოლოს კი პეპ გვარდიოლამ კიპერი შეაქო: ”მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთს მეკარეებიც თამაშობენ და უნდა მივულოცოთ ხავი ვარასს ასეთი თამაში”.

 

”ეს ჩემი საუკეთესო დღე არ იყო”

 

მიუხედავად ასეთი მატჩისა, სადაც დამატებულ დროში ვარასმა ასევე ლეო მესის პენალტი აუღო მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს მისი საუკეთესო დღე არ იყო პროფესიულ კარიერაში: ”თუკი ამ შეხვედრას პრესის დონეზე შევაფასებთ, მაშინ ეს ძალიან, ძალიან კარგი მატჩი იყო, თუმცა კარიერაში უკეთესი დღეებიც მქონია” - განაცხადა ვარასმა. ”ნოუ კამპზე” ჩატარებული მატჩებიდან მას ყველაზე მეტად 2010 წლის კოპა დელ რეის ფინალი მოსწონს, სადაც ”სევილიამ” მადრიდის ”ატელტიკო” დაამარცხა.

 

ახლა გამარჯვება სურს

 

ახლა ხავი ვარასი სხვა გუნდთან ერთად ბრუნდება ”ნოუ კამპზე”, თუმცა გამარჯვების სურვილით. ”ვიცი, რომ აქ 1 ქულის აღებაც კარგი შედეგი იქნება. ”სელტა” ბურთის გაკონტროლებას შეეცდება. შაბათს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე გათლილ შეხვედრას ჩავატარეთ. როცა ”სევილიაში” ვიყავი, მაშინ კონტრშეტევაზე ვთამაშობდით. ჩემს შემდეგ გასულ სეზონში ”ნოუ კამპზე” ყველა მეკარე დაამწუხრეს”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.