”ბარსელონა” - ”სელტა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”სელტა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

ლეო მესის დღეს დილით კლუბმა უფლება მისცა, რომ გუნდის ვარჯიშს არ დასწრებოდა. შუადღით გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა: ”ის შეხვედრისთვის სრულად მზად იქნება. პრობლემა არ არის იმაში, რომ მან ერთი ვარჯიში გამოტოვა”.

 

”ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ”

 

ტიტო ვილანოვამ ასევე შეაფასა შემდეგი მეტოქე, რომელსაც პრიმერა დივიზიონში მე-13 პოზიცია უკავია: ”ისინი ბურთის კონტროლს და შეტევის უკნიდან დაწყებას ცდილობენ. ჩვენ ბურთი რაც შეიძლება მეტად უნდა გავათამაშოთ, რათა ბევრი სირბილი არ მოგვიწიოს. ”სელტა” ფეხბურთის თამაშს შეეცდება, ხოლო ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით, რათა ისინი დავამარცხოთ”. ბოსმა ასევე აღნიშნა, რომ კარგი მოგონებები აკავშირებს ამ გუნდთან, სადაც 3 სეზონი ასპარეზობდა: ”ისინი ყოველთვის კარგად მხვდებიან”.

 

პიკე მალე დაბრუნდება

 

ვილანოვამ განაცხადა, რომ ხერარდ პიკე, რომელიც 1 თვეზე მეტია ტრავმირებულია გუნდს მალე დაუბრუნდება: ”ის ორი დღეა ინტენსიურად ვარჯიშობს და სულ რამდენიმე დღეში თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ამ პოზიციაზე გვიბრუნდებიან, განსაკუთრებით კი კარლეს პუიოლის არყოფნის დროს”. ბოლოს მწვრთნელმა ალექსის სანჩესი შეაქო: ”ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ვავალებ”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.