ტიაგო მესი დაიბადა!
როგორც იცით დღეს ანტონელა როკუზო საავდამყოფოში მივიდა, სადაც მას ლეო მესი და ოჯახის წევრები ახლდნენ. ტიაგოს მესის დაბადებას ყველა მოუთმენლად ელოდა.
არგენტინელმა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, რათა მშობიარობა არ გამოეტოვებინა. ნახევარი საათის წინ, უფრო ზუსტად კი 20:15 საათზე მსოფლიოს ტიაგო მესი მოევლინა. ეს წყვილის პირველი შვილია. ლეო მესი კი 25 წლის ასაკში უკვე მამაა.
ბარსამანიას სახელით ვულოცავ ლეოს და ანტონელას ტიაგოს დაბადებას. ვუსურვებ მათ ჯამრთელობას, წარმატებებს და ტიაგოს ისეთი ფეხბურთი ეთამაშოს, ქართული ანდაზა რომ გაგვახსენდეს: ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]