პიკე:"ატლეტიკოს" შეუძლია ფალკაოსთან ერთად ჩემპიონი გახდეს"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელ მცველს ჟერარდ პიკეს სჯერა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" შეუძლია ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლა. იტყობინება ესპანური პრესა.
გასულ საფეხბურთო სეზონში "რეალისა" და "ბარსელონას" ჰეგემონიის დარღვევა ვერავინ ვერ მოახერხა. ახლა კი დიეგო სიმეონეს შეგირდები გათამაშების მეორე ადგილზე იმყოფებიან 25 ქულით, იმდენივე ქულით რამდენიც კატალონიელებს აქვთ. პიკემ გამოკვეთილად ისაუბრა მადრიდელთა რიგებში მყოფ კოლუმბიელ, რადამელ ფალკაოზე.
"ფალკაო ეხლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მასთან ერთად "ატლეტიკოს" შეუძლია ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას მიაღწიოს. რაც შეეხება "ოქროს ბურთს" მისთვის ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. მაგრამ ჩემი გამარჯვება მესის ხვდება." - განაცხადა პიკემ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]