”ბარსელონა” - ”სელტა”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

”ბარსელონა” - ”სელტა”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

 

პრიმერას მე-10 ტურის შეხვედრაში ”ბარსელონამ” შინ, ”ნოუ კამპზე” 3:1 დაამარცხა ”სელტა”. შეხვედრაში პირველი გოლი ადრიანო კორეიამ, პედრო როდრიგესის გადაცემით გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა ”ბარსელონამ” ძალიან მალე მოახერხა წინ გასვლა. კატალონიელთა მხრიდან მეორე გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა, ხოლო ასისტენტი ანდრეს ინიესტა იყო. მატჩის საბოლოო შედეგი კი ჟორდი ალბამ დასვა, რომელმაც ვილიას შესანიშნავი გადაცემით ისარგებლა. ”ბარსელონამ” 10 ტურში 9 გამარჯვება და 1 ფრე მოიპოვა, ტიტო ვილანოვამ კი კლუბის ისტორიაში გუნდს საუკეთესო სტარტი ააღებინა. ახლა კი არჩევანი თქვენზეა...

 

ხმის მისაცემად, კომენტარის დასაწერი ფორმის ზემოთ, აირჩიეთ "გამოკითხვა" და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.