აბიდალი: "ჩემი მთავარი მიზანი დიდ ფეხბურთში დაბრუნება არ არის"

აბიდალი: "ჩემი მთავარი მიზანი დიდ ფეხბურთში დაბრუნება არ არის"

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მიზნები და ოცნებები აქვს მომავალში. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე აღადგინა ვარჯიშები, მას გეგმაში აქვს, რომ შობამდე დაბრუნდეს, ამ მომენტისთვის კი იგი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს. 

 

"ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო, მაგრამ ამჟამად ჩემი მთავარი მიზანი არა დიდ ფეხბურთში დაბრუნება, არამედ ჯანმრთელობაა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი, რამ რასთანაც განშორება გიწევს, მაგრამ ამავდროულად შეეგუო ამას ძალიან ძნელია. ჩემთვის პრიორიტეტული ოჯახი და ჯანმრთელობაა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც მე დამეხმარა ავადმყოფობის პერიოდში" - განაცხადა აბიდალმა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.