სუბისარეტა: "გუნდი აქცენტს კანტერაზე აკეთებს"
ბოლო დღეებში ესპანეთში ძალიან ხშირად საუბრობენ კლუბების ახალგაზრდულ სისტემებზე. ყურადღების ცენტრში ორი გრანდი, "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია". ბევრის აზრით კატალონიელთა ბავშვთა სკოლა გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე მადრიდელების.
"ჩვენს გუნდს კანტერის კულტურა აქვს და არ ეშინია მისთვის ნდობის გამოცხადების. ბოლო წლებში კანტერის დამსახურებით მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს" – სუბისარეტას სიტყვებს ესპანური პრესა ციტირებს.
ამ საკითხს ასევე მადრიდის "რეალის" საპატიო პრეზიდენტი, ალფრედო დი სტეფანო გამოეხმაურა, რომელიც არ დაეთანმხა იმ მოსაზრებას, რომ მისი კლუბის კანტერა კარგად არ ფუნქციონირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]