ლარსონი: "ჩავი "ბარსელონას" სულია, "ოქრსოს ბურთს" კი მესი იმსახურებს"
წარსულში ცნობილი შვედი თავდამსხმელი, რომელმაც თავის დროზე "ბარსელონაში" ითამაშა სრულად ლოგიკურად მიიჩნევს, თუკი "ოქროს ბურთს" ლეო მესი მიიღებს.
"როდესაც მე მესისთან ერთად ვთამაშობდი ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, თუმცა მაშინაც ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. თუკი ვინმე იტყვის, რომ არგენტინელს ასეთ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაშინ მოიტყუება" – ამბობს ჰენრიკ ლარსონი.
"მესის აქვს ყველაფერი, რათა ფანტასტიკურ ფეხბურთელად მიიჩნეოდეს. შესაძლებლობები, მოედნის ხედვა და ბევრი და ბევრი. ის უნიკალურია და სრულად იმსახურებს "ოქროს ბურთს". მიუხედავად ამისა ჩემი აზრით "ბარსელონას" სული ჩავია. ის არასდროს გააკეთებს არასწორ გადაცემას. ის თამაშობს ისეთ პოზიციაზე, რომელიც შავ სამუშაოს ასრულებს და არ იტანს ბევრ გოლებს, თუმცა მისი როლი კატალონიურ კლუბში უდიდესია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]