ლენონი: "ეს გამარჯვება კლუბის ისტორიაში შევა"
"სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ნილ ლენონმა "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
"გამარჯვება "ბარსელონასთან" ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა არა მხოლოდ სამწვრთნელო კარიერაში, არამედ ცხოვრებაში. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ მიღწევის გადაფარვას, ვიმედოვნებ, რომ კი. ეს თანამედროვე ისტორიაში "სელტიკისთვის" უდიდესი დღე იყო. ფეხბურთელები ჩემთვის გმირები არიან. ისინი ისტორიაში შევლენ ისე, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაამარცხეს. როცა პირველი გოლი გავიტანეთ ვიცოდით, რომ ცოტა იღბალი გვჭირდებოდა, რათა გამარჯვება მოგვეპოვებინა. ჩვენი მეკარე შესანიშნავად თამაშობდა" – ლენონის სიტყვებს "The Guardian" ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]