უოტი: "გოლი "ბარსელონას" კარში ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია"

უოტი: "გოლი "ბარსელონას" კარში ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია"

შოტლანდიური "სელტიკის" 18 წლის თავდამსხმელმა, ტონი უოტმა, რომელმაც "ბარსელონას" კარში მეორე გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, განაცხადა, რომ გუნდი პლეი-ოფისკენ მიისწრაფის. 

 

"ეს უმნიშვნელოვანესი გოლია ჩემს ცხოვრებაში. ეს გოლი დაგვეხმარა ჩვენ გაგვემაჯვა მატჩში, ანგარიშით 2:1. ასეთი გოლის გატანა შესაძლოა ვერც მოვახერხო. ეს იყო ჩემი პირველი გოლი "სელტიკ პარკზე" რაც ორმაგად ფასეულია ჩემთვის. ფრეიზერმა ბურთი საჯარიმოსკენ ჩაჰკიდა, მეტოქემ კი მოგერიება ვერ მოახერხა, მე გავცდი ხავიერ მასკერანოს და კარში დავარტყი. ჩვენ "კამპ ნოუზე" განცდილი მარცხის შემდეგ რევანშის აღება მოვახერხეთ. მაშინ მეტოქემ სამი ქულა მოიპოვა ახლა კი იგივე ჩვენ გავიმეორეთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ჯგუფში, ჩვენ გვჯერა, რომ პლეი-ოფში ავღმოჩნდებით." - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.