ტელიო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, 21 წლის კრისტიან ტელიო, ახლოს არის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. იტყობინება El Mundo Deportivo.
როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება, ახალი ხელშეკრულება 2016 წლამდე იქნება გათვლილი. კრისტიან ტელიოს ხელფასი და ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ამ ეტაპზე უცნობი რჩება.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2011 წლიდან გამოდის. ტელიომ "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]