ვილი სანიოლი:" მესი ხელშეუხებელია"

ვილი სანიოლი:" მესი ხელშეუხებელია"

"მიუნხენის ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვილი სანიოლმა "ბარსელონას" ვარსკვლავზე ლეო მესიზე და მის წარმატებებზე ისაუბრა. 

 

"თუ ყველა ყურადღებით შეხედავს მის უმაღლეს კლასსა და ნიჭს, ის ნამდვილად ხელშეუხებელია. რთულია ნაკრებსა და კლუბში ასეთ მაღალ დონეზე ითამაშო. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ ნიჭის საშუალებით, რომელიც ლეო მესის აქვს." 

 

" "ოქროს ბურთის" ჯილდო ძირითადად გადაეცემოდათ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს. ლეო მესისაც და კრისტიანო რონალდოსაც, შეუძლიათ მოიგონ ეს ტიტული და ორივესთვის ეს დამსახურებული იქნება, რადგან ისინი რაღაც დამატებითს მატებენ თავის გუნდს. მატებენ იმას რაც სხვა გუნდებს არ გააჩნიათ." 

 

"წლის საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მაურინიოს დავასახელებდი. მან მშვენიერი გუნდი შეკრა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მას მაღალი კლასის ფეხბურთელები დახვდა. ის მოითხოვს მაქსიმალურს ფეხბურთელებისგან და ჰპოვებს გამარჯვებას, როცა ეს მას სურს. მის წინაშე ქედს ვიხრი." 

 

"სხვა მწვრთნელის განსჯა მარტივია, უნდა შეხედო რა გაუკეთებია მას კარიერაში. ის უნდა შეადარო სე ალექს ფერგუსონს, ჟოზე მაურინიოს ან პეპ გვარდიოლას. სამივემ ფეხბურთის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს." - დაასრულა სანიოლმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.