სილვა: "რეალი" და "ბარსელონა" - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან"

სილვა: "რეალი" და "ბარსელონა" - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან"

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა დავიდ სილვამ, დაასახელა თუ ვის თვლის უეფას ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრეტენდენტებად. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ სილვას ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალთან" განმეორებითი მატჩი ელის. 

 

"მანჩესტერ სიტი" და "რეალი" ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. თუმცა ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას, "რეალს" კი ამ ტურნირზე ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ ყველა მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. იგივე შემიძლია ვთქვა, ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტებზე "ბარსელონასა" და "რეალზე", სწორედ ეს ორი გუნდია ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ "ჩელსი" და "ბაიერნი"." - განაცხადა სილვამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.