"სპარტაკი" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

"სპარტაკი" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

"ბარსას" თავკაცმა ფეხბურთელებს მოსკოვის "სპარტაკთან" გამარჯვება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფეხბურთელები კარგად შეეჩვივნენ პირობებს. ტიტომ გამარჯვებაში ანდრეს ინიესტას როლზე ისაუბრა: "მან დღეს შესანიშნავად იმუშავა. შეტევას ძალიან ხსნიდა და შესანიშნავად კითხულობდა თამაშს".

 

ტიტო ვილანოვამ იცოდა, რომ მოსკოვში გასამართი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო "სელტიკთან" დამარცხების შემდეგ: "ჩვენ ძალიან გვსურდა შემდეგი ეტაპის საგზურის აქ მოპოვება, რათა ბოლო ტურის შეხვედრისთვის ლოდინი არ მოგვწეოდა, რაგდან იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, რაც კი შეიძლება" – განაცხადა ტიტომ.

 

მწვრთნელმა გააგრძელა საკუთარი ფეხბურთელების შექება, რომლებიც ადვილად შეეგუენ მეტეოროლოგიურ პრობლემებს და მოედნის ხელოვნურ საფარს: "ფეხბურთელებმა კიდევ ერთელ დაამტკიცეს, თუ რაოდენ კარგები არიან. ბოლო წლების განმავლობაში მათ უამრავი ტიტული მოიგეს, გუშინ კი ძალიან სწრაფად შეეგუენ ხელოვნურ საფარს და სიცივეს".

 

შექება ინიესტას

 

შეხვედრის ერთ–ერთი გმირი ანდრეს ინიესტა იყო, რომელიც მარცხენა ფლანგზე მეტოქეებისთვის ღამის კოშმარი იყო. ვილანოვამ აღნიშნა: "ის ძალიან კარგად მოქმედებდა შეტევაში, უბრალოდ შესანიშნავად ითამაშა". ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ბუსკეტსთან, ჩავისთან და ფაბრეგასთან ერთად მოხვდა, რაც მიმდინარე სეზონში ძალიან იშვიათი შემთხვევაა (ეს ოთხეული ძირითადში მხოლოდ "რეალთან" და "სელტასთან" მოგვევლინა). "ოთხივე მათგანს ერთად თამაში ზედმეტი პრობლემების გარეშე შეუძლიათ" – ახსნა ვილანოვამ და დაამატა, რომ გუნდს ასეთი შემადგენლობით თამაში უფრო ხშირად შეეძლება, თუკი ტრავმები დაანებებს გუნდს თავს.

 

"მესი აგრძელებს ჩემს გაკვირვებას"

 

ორი გოლის გატანის შემდეგ ლეო მესი მხოლოდ 5 ბურთით ჩამორჩება გერდ მიულერს, რომელიც ერთ კალენდარულ წელში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოა: "მესის სწრაფვა გოლების გატანისკენ, გამარჯვებებისკენ და გუნდის დახმარებისკენ ჩემს გაკვირვებას იწვევს" – ამბობს ტიტო – "ლეო არ თამაშობს რეკორდების გამო, არამედ გუნდის დახმარებისთვის".

 

მიმდინარე კვირაში 1 წელი გავა მას შემდეგ, რაც 2011 წლის შემოდგომაზე ტიტო ვილანოვამ ოპერაცია გადაიტანა. ამ თემასთან დაკავშირებით ტიტომ განაცხადა: "მაშინ ჩემი ყურადღება უფრო ოპერაციისკენ იყო მიმართული, ვიდრე ფეხბურთისკენ, თუმცა 1 წლის შემდეგ მე აქ ვარ".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.