გარსია: "ლევანტეს" არ გაუწევია "ბარსელონასათვის" წინააღმდეგობა ? ყველას შეუძლია ის იფიქროს რაც სურს"

გარსია: "ლევანტეს" არ გაუწევია "ბარსელონასათვის" წინააღმდეგობა ? ყველას შეუძლია ის იფიქროს რაც სურს"

ესპანური "ლევანტეს" ვეტერანმა მცველმა ხუანფრან გარსიამ, კომენტარი გააკეთა ხალხის გარკვეული ნაწილის იმ აზრზე თითქოს "ლევანტემ" ლა ლიგის მე-13 ტურში "ბარსელონას" (0:4) სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც მათ სურთ. სიმართლე მხოლოდ ერთია - "ბარსელონა" არ ტოვებს მათზე შეტევის შესაძლებლობებს ამას ბურთის საოცარი ფლობით და პრესინგით ახერხებს, ყველაფერი კი ორი შეხებით ხდება. ხალხმა უნდა შეწყვიტოს "ლევანტეს" გაკრიტიკება. 

 

საწყის 45 წუთში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში ჩვენ ვერ მოვახერხეთ იგივეს განმეორება და ყველაფერი უკან წაგვივიდა. 

 

ახლა ჩვენ უბრალოდ არ უნდა შევწყვიტოთ შემდეგ მატჩებზე ფიქრი. ჩვენ ხომ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავედით და ესპანეთის ჩემპიონატშიც არც ისე ცოტა ქულები ავიღეთ." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Football Espana.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.