"ბარსელონა" – "ატლეტიკი". შანსი სხვაობის გასაზრდელად

"ბარსელონა" – "ატლეტიკი". შანსი სხვაობის გასაზრდელად

 

დღეს ღამით "ნოუ კამპზე" ისეთი შეხვედრა გაიმართება, რომელიც ყველას აღელვებს. "ატლეტიკის" ვიზიტის შემდეგ "ბარსელონას" მეტოქეებთან უპირატესობის გაზრდა შეუძლია. ბასკურ გუნდთან გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონა" აუცილებლად გაზრდის დისტანციას უახლოეს მდევრებთან, რადგან ამ შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყება მადრიდული დერბი, სადაც "რეალი" უმასპინძლებს "ატლეტიკოს". შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" 3 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას", ხოლო "რეალი" 11 ქულით. გამარჯვების ვერ მოპოვების შემთხვევაში სიტუაცია იცვლება და მადრიდში ორივე გუნდი იმისთვის იბრძოლებს, რომ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირონ.

 

საუკეთესო სტარტი ახლოსაა

 

მასპინძლების გამარჯვების შემთხვევაში ტიტო ვილნოვას გუნდი პრიმერას სტარტზე ისტორიაში საუკეთესო სტარტის ავტორი გახდება და მადრიდის "რეალის" 1991/92 სეზონში დაფიქსირებულ შედეგს გააუმჯობესებს. ახალი რეკორდის დასამყარებლად ვილნოვას გუნდს დაეხმარება ადრიანო, რომელიც სრულ მზადყოფნაში. "ალავესთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მან ვარჯიში გამოტოვა, თუმცა დღეს ფეხურთელი სათამაშოდ მზადაა.

 

ახლოვდება მიულერის რეკორდი

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ლეო მესი, რომელიც იმ 7 ფეხბურთელთაგან ერთ–ერთი იყო, რომლებმაც "ალავესთან" მატჩში დაისვენეს. სათასო შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცათ ვალდესს, პიკეს, ალბას, ბუსკეტს, ჩავი, ინიესტას და მესის. არგენტინელს შეუძლია გერდ მიულერის რეკორდი დაამხოს და ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდეს. ამჟამად მესი 3 ბურთით ჩამორჩება მიულერის მაჩვენებელს.

 

"ატლეტიკს" ჭირდება ქულები

 

"ბარსელონა" კარგ ვითარებაშია, თუმცა საწინააღმდეგო მდგომარეობაშია "ატლეტიკი", რომელიც გასული სეზონის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ ურთულესს პერიოდს გადის. შარშანდელი სეზონის შემდეგ ბასკებმა ხავი მარტინესი დაკარგეს, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის განცხადების გამო მუდმივად სათადარიგო სკამზე იმყოფება ფერნანდო ლორენტე, რომელსაც მატჩის მიწურულს ეძლევა სათამაშო დრო. ამჟამად ბიელსას შეგირდები მე–14 პოზიციაზე იმყოფებიან პრიმერა დივიზიონში და გასავარდ ზონას ისინი 5 ქულით უსწრებენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.