მუშაობა კონტრაქტების გახანგრძლივებაზე
ამჟამად ანდონი სუბისარეტა ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზეა კონცენტრირებული. ამ საკითხზე ჯერ–ჯერობოთ კონკრეტიკა არ არის, თუმცა ბასკს სამუშაო მაგიდაზე მინიმუმ 9 ფეხბურთელის საქმე უდევს, რომლებსაც კონტრაქტების გახანგრძლივება უკვე მიმდინარე წელს შეუძლიათ.
მესი: ნაბიჯ–ნაბიჯ
აჩქარების გარეშე "ბარსელონა" და მესი უახლოვდებიან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 2016 წელს ეწურება. ორივე მხარე დაინტერესებულია ახალი ხელშეკრულებით, თუმცა მისი ხანგრძლივოიბა უცნობია.
ჩავი და პუიოლი
შეგახსენებთ, რომ ადრე კარლეს პუიოლმა კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგძლივა, რომლის ასევე 1 წლით გაგრძელებაა შესაძლებელი. ჩავის კონტრაქტი კლუბთან 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მისი ავტომატურად 2 წლით გახანგრძლივება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ერნანდესი გუნდის თამაშების 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას. ორივე ფეხბურთელს კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს, ამიტომაც სუბისარეტას მხოლოდ მათ აგენტებთან აქვს საქმე.
პინტოს მოლოდინი
სარეზერვო მეკარის მომავალი კვლავ ჰაერშია. მისი კონტრაქტი კლუბთან 2013 წლის 30 ივნისს იწურება და ფეხბურთელი აგენტი, ხუან მარავერი ირწმუნება, რომ სუბისარეტა არ აპირებს მის აგენტთან ხელშეკრულების გაგრძელებას, რის გამოც გაურკვევლობა იქმნება პინტოს მომავალში.
ტელიო: სწრაფი წასვლა?
1 თვეზე ნაკლებ დროში ტელიოს "ბარსელონას" დატოვება უფასოდ შეუძია, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. "ბარსა" მუშაობს კონტრაქტზე, რომელიც 2016 წლამდე იქნება გათვლილი. მოლაპარაკება ჩიხში გამოსასყიდი თანხის გამო შედის. კატალონიური კლუბი გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევროს ჩაწერას გეგმავს, რაც ფეხბურთელის აგენტს არ აკმაყოფილებს. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით თავად ფეხბურთელს სურს "ბარსაში" დარჩენა და ახალი კონტრაქტი მხოლოდ დროის საკითხია.
ადრიანოს მომავალი
სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია ბრაზილიელი უნივერსალის ასპარეზობით მას მას კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებენ. ასევე გაუმჯობესდება ფინანსური პირობები. ამჟამინდელი კონტრაქტი მას კლუბთან 2014 წლამდე აკავშირებს.
ვალდესი მოედანზე
ფეხბურთელის აგენტმა, გინეს კარვახალმა და სუბისარეტამ უკვე გამართეს შეხვედრა, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს, რომლის ვადაც 2016 წელს იწურება.
ჭორები დეულოფეუზე
ვალდესის აგენტი ფლობს ჟერარდ დეულოფეუს საკითხსაც. კანტერას ეს მოთამაშე ანერვიულებს დღეს ყველაზე მეტად კლუბს და გულშემატკივრებს. თუკი მომავალში დეულოფეუ გააგრძელებს ისეთ თამაშს, როგორიც პირველ გუნდს შეეფერება მას 5 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
მუნიესა: ფილიალი და გახანგრძლივება
თებერვალში მარკ მუნიესა უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდება მოედანს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ გუნდში იყო წარდგენილი თამაშს "ბარსა ბ"–ში გააგრძელებს. ხელშეკრულება მას 2013 წელს ეწურება, ხოლო მისი გაგრძელება პრობლემა არ უნდა იყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]