სუბი: "რთული იყო იმის ხილვა, თუ როგორ ტოვებდა მესი მოედანს"
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ საკუთარი აზრი გაგვიზიარა მესის ტრავმის შესახებ.
"ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ტოვებდა მესი მოედანს საკაცით. ახლა ყველა ჩვენგანი ელის სამედიცინო გამოკვლევას, ველოდებით დიაგნოზს, რომელსაც ექიმები დასვამენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და გვეტყვიან, რომ მესის დაზიანება სერიოზული არაა" – სუბისარეტას სიტყვას ესპანური პრესა ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ დაზიანება გუშინდელ შეხვედრაში მიიღო. სამედიცინო გამოკლევის შემდეგ დადგინდა, რომ მესის ძვლის კანტუზია ჰქონდა და მისი დაბრუნება აღდგენაზე იქნება დამოკიდებული. არგენტინელის თამაში "ბეტისთან" გამორიცხული არ არის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]