1/8 ფინალის შესაძლო მეტოქეები

1/8 ფინალის შესაძლო მეტოქეები

 

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შესაძლოა "შახტარი", "გალათასარაი", "პორტუ", "არსენალი" და "მილანი" დაუპირისპირდეს. "რეალმა", "ვალენსიამ" და "სელტიკმა" საკუთარ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს, თუმცა ისინი "ბარსას" ვერ შეხვდებიან.

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრები 12/13 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები 18/19 თებერვალს. "ბარსა" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს, ხოლო მეორე მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება.

 

უკრაინელები და თურქები – ბოლო შესაძლო მეტოქეები

 

"იუვენტუსთან" 0:1 დამარცხების მიუხედავად "შახტარი" შემდეგ ეტაპზე გავიდა. უკრაინელებმა "ჩელსის" მსგავსად 10 ქულა დააგროვეს, თუმცა ურთიერთ შეხვედრებში მათ ლონდონელებს აჯობეს. "გალათასარაი" იგივე სიტუაციაშია, მათ ასევე 10 ქულა დააგროვეს საკუთარ ჯგუში და "კლუჟს" ურთიერთ შეხვედრებში აჯობეს.

 

"ბარსა" უკრაინულ გუნდს არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაუპირისპირდა. კატალონიელებმა ისინი 2010/11 წლის სეზონში 1/4 ფინალში დაამარცხეს. თავის მხრივ თურქულ გუნდთან "ბარსას" 10 წელია არ უთამაშია.

 

სხვა 3 კანდიდატი

 

"პორტუმ" 13 ქულით მეორე ადგილი დაიკავა საკუთარ ჯგუფში. 2011 წელს მათ პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" ევროპის სუპერთასის ფინალი დათმეს (0:2).

 

ბოლოს ლონდონის "არსენალი" კატალონიელებს 2010/11 სეზონში, 1/8 ფინალში დაუპირისპირდა. "ნოუ კამპზე" "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა არსენ ვენგერის გუნდი.

 

"მილანი" გასულ სეზონში დაუპირისპირდა "ბარსელონას". შარშან ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ 1/4 ფინალში.

 

აქვე შეგიძლიათ თქვენი აზრის გამოხატვა: ხმის მისაცემად, კომენტარის დასაწერი ფორმის ზემოთ, აირჩიეთ "გამოკითხვა" და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.