ჟეზუში: "დიდი ხანია "ბარსელონასთვის" ასეთი რამ არ გაუკეთებიათ"

ჟეზუში: "დიდი ხანია "ბარსელონასთვის" ასეთი რამ არ გაუკეთებიათ"

 

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, "ბარსელონასთან" ნაჩვენები თამაშით. პორტუგალიურმა გუნდმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა და მეტოქესთან 1 ქულა აიღო.

 

"არ შეიძლება ითქვას, რომ "ბენფიკასთვის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გასვლა დიდი ჩავარდნაა. ახლა ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ჩემპიონატზე და ევროპა ლიგაზე ყურადღების გადატანა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ძლიერია და შეუძლია ევროპა ლიგის ფინალში გასვლა. გუნდმა ასეთი თამაში აჩვენა "ნოუ კამპზე". "ბენფიკას" თამაშით ამაყი შეიძლება, რადგან "ბარსელონასთის" დიდი ხანია ის არ გაუკეთებიათ, რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო" – განაცხადა ჟორჟე ჟეზუშმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.