გუნდმა ვარჯიში გამართა, მესი დარბაზში დარჩა

გუნდმა ვარჯიში გამართა, მესი დარბაზში დარჩა

 

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გუნდმა "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიში გამართა. ლეო მესი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში დაშავდა დარბაზში ვარჯიშობდა, ხოლო ძირითადში მყოფი ფეხბურთელები მსუბუქად იტვირთებოდნენ. არგენტინელი 2 დღის განმავლობაში დარბაზში ივარჯიშებს, შაბათს ის თანაგუნდელებს შეუერთდება და იქ გადაწყდება, გაემგზავრება თუ არა სევილიაში.

 

ანდრეს ინიესტა და ჟორდი ალბა მიმდინარე კვირაში პირველად ვარჯიშობდნენ თანაგუნდელებთან ერთად. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ალექსის სანჩესი, დანი ალვესი და მარკ ბარტრა. მოედანზე ასევე გამოჩნდა ერიკ აბიდალი. სესიაზე "ბარსა ბ"–ს მოთამაშეები, ტელიო და ესპინოსა იმყოფებოდნენ.

 

გუნდი ხვალ დაისვენებს. "ბეტისთან" გასამართი შეხვედრისთვის ბოლო მზადება კი შაბათს გაიმართება.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=hxeSOror60Y]

 

სურათები:

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.