მესი: "თავს კარგად ვგრძნობ, საბედნიეროდ ეს მხოლოდ დარტყმა იყო"

მესი: "თავს კარგად ვგრძნობ, საბედნიეროდ ეს მხოლოდ დარტყმა იყო"

 

"ბენფიკასთან" გამართული შეხვედრიდან 24 საათის შემდეგ ლეო მესიმ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა მატჩის 84–ე წუთზე. "როდესაც დარტყმა მივიღე ყველაზე ცუდი სცენარი წარმოვიდგინე, რადგან ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძნენი. ვიფიქრე, რომ 1 თვეს გამოვტოვებდი. მას შემდეგ, რაც ექიმებმა სერიოზული დაზიანება გამორიცხეს დავმშვიდდი". მიუხედავად ტკივილისა არგენტინელმა თამაში გააგრძელა, ამაზე მან ახსნა გააკეთა: "მე დავასრულე მოქმედება, რადგან ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი და მეგონა, რომ დიდი ხნის განმავლობაში უკანასკნელად ვეხებოდი ბურთს".

 

"არ ვიცი ვითამაშებ თუ არა კვირას"

 

დარტყმის მიღებიდან 1 დღის შემდეგ, "Turkish Airlines"–ის სარეკლამო ღონისძიებაზე მესიმ ახსნა: "მე კარგად ვარ. საბედნიეროდ ეს მხოლოდ დარტყმა იყო და მას შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ". აქვე მან დაამატა: "არ ვიცი ვითამაშებ თუ არა კვირას, ეს დამოკიდებული იქნება ჩემს აღდგენაზე". შეკითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს გუნდზე "ბეტისთან" შესაძლო მისი არ თამაში არგენტინელმა თქვა: "გუნდს უამრავი მოთამაშე ყავს, რომლებსაც სიცარიელის შევსება შეუძლიათ". გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრების მხარდაჭერაზე ლეომ განაცხადა: "ძალიან მადლიერი ვარ გულშემატკივრების მხარდაჭერისთვის და კლუბის. ეს მე ბედნიერს მხდის".

 

მესის ყოველთვის სურს თამაში

 

"მე ჩემს აზრს არ ვიცვლი, ეს შესაძლოა ვარჯიშზე ან სხვა თამაშში მომხდარიყო. როცა თამაშობ ყოველთვის არის ტრავმის საშიშროება". არგენტინელი პირდაპირი იყო შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა ის მიულერის რეკორდის დამხობაზე: "მე რეკორდების დამხობით შეპყრობილი არ ვარ. ეს რეკორდი დიდი ხანია ხელშეუხებელია, მე კი მის მოხსნასთან ახლოს ვარ, რაც ძალიან კარგია".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.