რონალდინიო: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რონალდინიო: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

 

"ატლეტიკო მინეიროს" მოთამაშემ, რონალდინიომ, რომელიც წლების წინ "ბარსელონას" ღირსებას იცავდი ისაუბრა იმაზე, თუ ვის მიიჩნევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

 

"ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მე მხედავდი, თუ როგორ იწყებდა ის "ბარსელონაში". შესანიშნავად მახსოვს მისი პირველი მატჩები. პირველი გოლი მან ჩემი გადაცემის შემდეგ გაიტანა. ახლა მსოფლიოში მისი მსგავსი არავინაა" – განაცხადა ბრაზილიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი "ოქროს ბურთის" მოგების 3 ფინალისტს შორის მოხვდა. მის გარდა პრიზზე ნომინირებულნი არიან კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეს ინიესტა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.