"კორდობა" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

"კორდობა" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

ტიტო ვილანოვა უფრთხის სეგუნდა ვიზიონის გუნდს, რომელიც სამეფო თასის 1/8 ფინალში მის გუნდს დაუპირისპირდება: "ეს არის თამაში, სადაც ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიგებთ. მე მერჩივნა, რომ პრიმერას გუნდს შევხვედროდით. ეს მათთვის წლის თამაშია, როგორიც ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალია... "კორდობასთვის" ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან 40 წელია მათ პრიმერა დივიზიონში არ უთამაშიათ. ეს ძალიან რთული თამაში იქნება. მთელ საქმეს ერთ თამაშში ვერ მოვითავებთ, თუმცა კარგი შედეგი გვჭირდება".

 

მოტივაცია საჭირო არ არის

 

პირველი გუნდის წევრებიდან მწვრთნელი შინ მხოლოდ ვალდესს, ადრიანოს და ინიესტას ტოვებს. ამგვარად ტიტო მეტოქეს დიდ ყურადღებას უთმობს: "ჩვენს ფეხბურთელებს უყვართ თამაში. მათ იციან, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა და კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ არ შეგვიძლია იქ ჩასვლა იმ განწყობით, რომ ადვილად მოვიგებთ".

 

ინიესტა საჭიროა "ატლეტიკოსთან"

 

ინიესტაზე საუბრისას მწვრთნელმა განაცხადა, რომ ანდრესი ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მაშინ, როცა სესკი ტრავმირებულია "მე "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ის დასვენებული მჭირდება. ბოლო დროს პირველი გუნდის იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხშირად ხვდებიან ძირითადში დასვენების საშუალება ჰქონდათ, ამიტომაც ხვალ ისინი ითამაშებენ".

 

დავიდ ვილიაზე საუბრისას მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "ის უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომელსაც ყველა შეხვედრაში სურს მონაწილეობის მიღება, თუმცა ჩვენ ყველა შეხვედრაში ყველა მოთამაშეს ვერ გამოვიყენებთ".

 

მესი როგორც ყოველთვის

 

არგენტინელ ვარსკვლავზე ტიტომ განაცხადა: "ლეო მესი აკეთებს იმას, რასაც პროფესიონალი უნდა აკეთებდეს. ის "ბარსელონას" ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ფიგურაა". კვირას ლეო კიდევ ერთ ფანტასტიკურ თავდამსხმელს, რადამელ ფალკაოს დაუპირისპირდება: "მესი ყოველთვის მოტივირებულია და არ ვფიქრობ, რომ ფალკაოს წინააღმდეგ თამაში მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება".

 

ბოლოს ვილანოვამ ხოსე მანუელ პინტოზე ისაუბრა: "კლუბმა უკვე იცის ჩემი აზრი მის მომავალზე. ჩვენ ვიცით თუ რა გაიღო მან კლუბისთვის. მან ძალიან გააუმჯობესა ფეხით თამაში".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.