ჰუმელსი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბარსელონა" დაინტერესებულია ჩემით"

ჰუმელსი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბარსელონა" დაინტერესებულია ჩემით"

გერმანული "დორტმუნდის" მცველმა მატს ჰუმელსმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, საუბარია ფეხბურთელის მიმართ ინტერესზე "ბარსელონას" მხრიდან. იტყობინება, ესპანური პრესა. 

 

"ჩემი აზრით "ბარსელონა" საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ჩემთვის კი დიდი პატივია, რომ "ბარსელონა" ინტერესს გამოხატავს ჩემს მიმართ. ეს ინფორმაცია მე გაზეთებში წავიკითხე. შემდეგ ამის შესახებ მე მამაჩემმა მკითხა და მე მას ვუპასუხე: "შენთვის უკეთესია იცოდე, რომ შენ ჩემი აგენტი ხარ." - განაცხადა ფეხბურთელმა. 

 

აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის ინტერესი გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიმართ ახალი არ არის, წინა სეზონში ფეხბურთელის მიმართ აქტიურ ინტერესს კლუბის ექს-მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაც იჩენდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.