სიმეონე: "ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო ფალკაოს ხილვა მსურს"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ლა ლიგის მე–16 ტურის წინ, სადაც მისი გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა.
2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის თამაში კვირას საეჭვო იყო, რადგან ფალკაოს კუნთი ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ამისა ფალკაო მატჩისთვის მზადაა და ხვალ "ნოუ კამპზე" ითამაშებს.
"ხვალინდელ შეხვედრაში რადამელ ფალკაოს საუკეთესო ვერსიის ხილვა მსურს. ამას გარდა მას მთელი გუნდი უნდა დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს და მისთვის ყველაფერი გააკეთოს" – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]