მოურინიო: "ჩემპიონობა პრაქტიკულად შეუძლებელია"

მოურინიო: "ჩემპიონობა პრაქტიკულად შეუძლებელია"

 

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრეს–კონფერენციაზე პრაქტიკულად აღიარა ის, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში "ბარსელონაზე" დაწევა აღარ შეუძლია.

 

"ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა პრაქტიკულად შეუძლებელია. გუნდმა უნდა გააგრძელოს სრულყოფილებისკენ სვლა. თუკი ჩვენ ლა ლიგაში ამას გავაკეთებთ, მაშინ ჩემპიონთა ლიგაში უკეთ ვითამაშებთ" – ამბობს მოურინიო.

 

"ჩვენ ისეთივე კარგები არ ვართ, როგორც ადრე. ჩვენ არ გვაქვს სიხარული და რწმენა, ვიბრძვით ყველა გოლისთვის. ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პრიმერასთვის ბრძოლას იმ შემთხვევაშიც გავაგრძელებთ, თუკი მისი მოგება შეუძლებლად გვეჩვენება. ჩვენ ხომ "რეალი" ვართ" – დაასრულა მოურინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.