"იუვენტუსს" ვილიას არენდით აყვანა სურს
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის "იუვენტუსში" არენდის წესის თანახმად გადავიდეს. იტყობინება, Football Italia.
წყაროს ინფორმაციით "იუვენტუსმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ვილიას არენდით აყვანასთან დაკავშირებით. წყარო ასევე ადასტურებს, რომ კატალონიელები მზად არიან 31 წლის ასტურიელ ფეხბურთელს ხელფასის ნაწილიც გადაუხადონ.
მიმდინარე სეზონში ვილიამ ესპანეთის ჩემპიონატში 5 გოლის გატანა მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]