ლუჩესკუ: "ბარსელონა" - ყველაზე რთული მეტოქეა, მათთან არ ვისურვებდი თამაშს"

ლუჩესკუ: "ბარსელონა" - ყველაზე რთული მეტოქეა, მათთან არ ვისურვებდი თამაშს"

დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კატალონიის "ბარსელონას" ყველაზე საშიში მეტოქე უწოდა, რომელიც შესაძლოა უკრაინული კლუბის მეტოქე აღმოჩნდეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. სპეციალისტმა ასევე გუნდის ლიდერებზეც ისაუბრა. 

 

"ბარსელონა" - გუნდია, რომელთანაც არ ვისურვებდი შეხვედრას. ეს ნორმალურია, რადგან ის ძალიან ძლიერი და რთული მეტოქეა, მაგრამ "შახტარიც" კარგად ორგანიზებული გუნდია, ბურთის კარგი კონტროლით. 

 

- მესი ? ის უბრალოდ გასაოცარი და ფენომენალურია. ის ნომერ პირველია მსოფლიოში, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და მიულერის რეკორდიც მოხსნა. ასევე აღსანიშნავია, ჩავიც რომელიც "ბარსელონას" თამაშის მთავარი ორგანიზატორია." - იტყობინება ლუჩესკუს სიტყვებს ბრაზილიური პრესა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.