გასპარი: "როცა მოვკვდები ყველა გამიხსენებს, რადგან მე "ბარსელონაში" მესი მოვიყვანე"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა კომენტარი გააკეთა გუნდის ლიდერის ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მან დაადასტურა, რომ თავის დროზე სწორედ მან მოიყვანა კლუბში არგენტინელი ფეხბურთელი. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბუთელმა კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.
"როცა მე მოვკვდები მე ყველა გამიხსენებს, რადგან მე "ბარსელონაში" მესი მოვიყვანე. გაიხსენებენ, რომ მე პრეზიდენტი ვიყავი და ლეოში ფსონი გავაკეთე. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის დიდებული ფეხბურთელი გახდებოდა. მესი ჩვენთან კიდევ 6 წლით დარჩება და ეს საუკეთესო საჩუქარია კლუბის ყველა გულშემატკივრისათვის საშობაოდ." - განაცხადა გასპარმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]