ტიტო ვილანოვა საავადმყოფოში მოათავსეს!!!
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა საავამდყოფოში მოათავსეს. ექიმები ეჭვობენ, რომ ვილანოვას სანერწყვე ჯირკვლის კიბოს რეციდივი აქვს.
2011 წლის ნოემბერში ტიტო ვილანოვას სანერწყვე ჯირკვლიდან კიბოს მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად მას რეციდივი მოუვიდა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით "ბარსას" თავკაცი საავდმყოფო "Vall d'Hebron"–ში იმყოფება, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
კატალონიური კლუბი ჯერ–ჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ სანდრო როსელის გამოსვლა და საახალწლო ვახშამი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო ჩაიშალა.
16:58 საათი: ცნობა ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის შესახებ ნიუ–იორკში, პეპ გვარდიოლამდე ჩავიდა. პეპის აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიგტმა და ძმამ, პერემ მას აუხსნეს რაც მოხდა.
17:00 საათი: საავადმყოფო " Vall d'Hebron"–თან შენიშნეს კლუბის სამედიცინო პუნქტის უფროსი, რამონ კანალი და დანიელ მედინა, პირველი გუნდის სამედიცინო შტაბის წევრი.
17:22 საათი: "ბარსელონას" სავარჯიშო სესია, რომელიც 18 საათზე იწყება დახურულს კარს მიღმა ჩატარდება. პირველი 15 წუთი მედიისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
17:35 საათი: ექიმები ოპტიმისტურად არიან. ახლახანს გავრცელებული ცნობით სამშაბათს ტიტო ვილანოვას სანერწყვე ჯირკვალში აღმოუჩინეს კიბოს ნიშნები. ოპერაცია მას ხვალ ჩაუტარდება. სასიხარულო ცნობა არის ის, რომ ახლა ყველაფერი უფრო ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე 1 წლის წინ. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ტიტო ვილანოვას ახალი წლის სახლში გატარება შეეძლება, ხოლო 1 თვის შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.
17:43 საათი: "ბარსელონას" ხელმძღვანელები ელოდებიან იმ დროს, როცა ტიტო ვილანოვასთან გასაუბრებას შეძლებენ. ამ დროისთვის ისინი სხვა მწვრთნელებთან კავშირს უარყოფენ.
18:27 საათი: "ბარსელონას" დღევანდელი ვარჯიში 21 საათზე იწყება, თუმცა კარლეს პუიოლი და ლეო მესი უკვე "სიუტატ ესპორტივაზე" იმყოფებიან.
18:47 საათი: მადრიდის "რეალის" ოფიციალური მიმართვა: "გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სიყვარულს "ბარსელონას" მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას მიმართ, რომელსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ".
19:25 საათი: ავადმყოფობის გამო შაბათს, "ნუევო ზორილაზე" გუნდს ტიტო ვილანოვა ვერ გაიყვანს. "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში მის ადგილს ასისტენტი, ჟორდი როურა დაიკავებს.
20:24 საათი: "ბარსელონას" მოთამაშეები ახლა "სიუტატ ესპორტივაზე" იმყოფებიან. მათ დეტალურად აცნობენ ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
20:28 საათი: ტიტოს შვილმა, ადრია ვილანოვამ, რომელიც "ბარსელონას" აკადემიაში სწავლობს "ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნა: "ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერი კარგად იქნება, დიდი მადლობა".
20:35 საათი: პრეზიდენტი სანდრო როსელი "სიუტატ ესპორტივაზე" მივიდა.
20:46 საათი: "ბარსელონას" ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ასევე კლუბის ტერიტორიაზე იმყოფება. ფეხბურთელებმა უკვე დატოვეს გასახდელი და სავარჯიშო სესიის დაწყებისთვის ემზადებიან.
21:10 საათი: "სიუტატ ესპორტივაზე" თავად ტიტო ვილანოვა მივიდა. მან ფეხბურთელებს არსებული სიტუაცია აუხსნა.
21:33 საათი: 22:45 საათზე პრეზიდენტი, სანდრო როსელი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა პრეს–კონფერენციას გამართავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]