აბიდალმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

აბიდალმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

 

7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ერიკ აბიდალმა საავადმყოფო დატოვა. დღეს ფრანგი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ერიკს გუნდთან ერთად 26 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და ბოლო პერიოდში მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

 

სავარჯიშო სესია ტიტოს გარეშე

 

ოთხშაბათის სესიაზე არ იმყოფებოდა ტიტო ვილანოვა. კატალონიელი სპეციალისტი "სიუტატ ესპორტივაზე" იმყოფებოდა, თუმცა სესიაში მონაწილეობა არ მიუღია. დღევანდელი ვარჯიშს ჟორდი როურა უძღვებოდა.

 

ინიესტა და ვილია დარბაზში

 

ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია დღეს დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. გუნდი შემდეგ სავარჯიშო სესიას ხვალ, 11 საათზე გამართავს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=yYYZnowXrts]

 

სურათები:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.