ფაბრეგასი: "ეს შესანიშნავი დაპირისპირება იქნება"
ესპანური "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრის შესახებ, რომელიც დღეს შვეიცარიულ ნიონში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" 1/8 ფინალში იტალიურ "მილანთან" მოუწევს დაპირისპირება. პირველი შეხვედრა "სან სიროზე" 12/13 ან 19/20 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი "ნოუ კამპზე" 5/6 ან 12/13 მარტს ჩატარდება.
"ჩვენ "მილანის" წინააღმდეგ ვითამაშებთ! ეს შესანიშნავი დაპირისპირება იქნება" – განაცხადა კატალონიელმა ნახევარმცველმა საკუთარ "ტვიტერში".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]