სუბისარეტა: "ჩვენ არ ვგეგმავთ ვილიას გაყიდვას"

სუბისარეტა: "ჩვენ არ ვგეგმავთ ვილიას გაყიდვას"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად თითქოს "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია კლუბს ზამთარში ტოვებს. იტყობინება, barcastuff. 

 

"ვილია შესაძლოა წავიდეს ? ჩვენ ამას არ ვგეგმავთ. როცა დავიდი მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა მე ვთქვი, რომ ის იქნებოდა ჩვენი ზამთრის შენაძენი." - განაცხადა სუბისარეტამ. 

 

შეგახსენებთ, რომ ასტურიელ ფორვარდს ზამთარში "ლივერპულში" ან "იუვენტუსში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.