"ვალიადოლიდი" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ვალიადოლიდი" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ჩავი ერნანდესი: "ამ გამარჯვების მიძღნა ტიტოსთვის გვსურს. ახლა მის ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი არ არის, თუმცა ის სახლშია და ეს კარგი სიახლეა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჩვენ კი ძალების სრული მობილიზება დაგვჭირდა 3 ქულის მოსაპოვებლად. ეს კარგი შეხვედრა იყო და ჩვენ ლიდერობა დავამტკიცეთ. გუნდი სერიას აგრძელებს და ჩვენ ასე გაგრძელება გვსურს. ფიზიკურად ძლიერები ვართ და დასვენების შემდეგ იგივე ფორმაში ყოფნა გვსურს".

 

დანი ალვესი: "ჩვენ გვქონდა შანსები შეხვედრის მალევე დასასრულებლად, თუმცა ეს არ მოხდა, რადგან მეტოქეც კარგად თამაშობდა. ჩვენ კიდევ ერთი გამოწვევა მივიღეთ და ამ გამარჯვების მიძღვნა მწვრთნელისთვის გვსურს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, დონე ყოველთვის მაღალია. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ წელსაც ყველაფერი ასე კარგად გამოგვივა. "ბარსელონადან" ჩემი წასვლა? ეს ჭორებია. ფიზიკურად როცა მზად ვარ ნებისმიერისთის შემიძლია კონკურენციის გაწევა. "ბარსელონაში" თამაში ჩემთვის ყოველთვის სიამოვნება იყო".

 

კრისტიან ტელიო: "ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, რადგან რთული კვირა გვქონდა. ამ გამარჯვების ტიტოსთის მიძღვნა გვსურს".

 

ვილია და ალვესი ბარსელონაში არ დაბრუნდებიან

 

დავიდ ვილია და დანი ალვესი ბარსელონაში გუნდთან ერთად არ დაბრუნდებიან. გუნდს არდადეგები ეწყება და ისინი ვალიადოლიდიდან პირდაპირ იმ ადგილებში წავლენ, სადაც დასვენებას გეგმავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.