გუნდი 2 იანვრამდე დაისვენებს

გუნდი 2 იანვრამდე დაისვენებს

 

"ვალიადოლიდთან" კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები შვებულებაში იმყოფებიან. მათ 5 იანვრამდე არ აქვთ მატჩი და დღეიდან 2 იანვრამდე დასვენების საშუალება მიეცემათ. ამ დღეს 2013 წლის პირველი ვარჯიში გაიმართება.

 

მოთამაშეები "სიუტატ ესპორტივაზე" 2 იანვარს 18 საათზე შეიკრიბება. სესიაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებიც კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს: ვალდესი, მონტოია, პიკე, პუიოლი, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ტელიო და სერხი რობერტო. ისინი "სიუტატ ესპორტივაზე" 11 საათზე ივარჯიშებენ, ორივე ვარჯიში დახურულს კარს მიღმა ჩატარდება.

 

2013 წელი დერბით იწყება

 

10 დღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები მზადებას "ესპანიოლთან" გასამართი შეხვედრისთვის დაიწყებენ. შეხვედრა 6 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება. პირველი წრის შეხვედრების გამართვის დროები უკვე ცნობილია.

 

"ბარსელონა" – "ესპანიოლი"

6 იანვარი, 22:00 საათი (პრიმერა მე–18 ტური)

 

"ბარსელონა" – "კორდობა"

10 იანვარი, 00:30 საათი (თასის 1/8 ფინალი)

 

"მალაგა" – "ბარსელონა"

13 იანვარი, 23:55 საათი (პრიმერას მე–19 ტური)

 

"რეალ სოსიედადი" – "ბარსელონა"

19 იანვარი, 21:00 საათი (პრიმერას მე–20 ტური)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.