ვილია ზამთარში "ბარსელონას" არ დატოვებს
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ დავიდ ვილია "ბარსელონას" არ დატოვებს, მინიმუმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე. სეზონის ბოლომდე "გუახე" კატალონიელთა ღირსებას დაიცავს.
ბოლო დროს ტიტო ვილანოვა უპირატესობას ალექსის სანჩესს ანიჭებს და დავიდ ვილია დიდ დროს სათადარიგო სკამზე ატარებს. ამის გამო პრესაში ხშირად ჩნდება ცნობა იმის შესახებ, რომ ესპანელ თავდამსხმელს გუნდის დატოვება სურს და მისი გადაბირებით "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერია დაინტერესებული.
თუმცა "ბარსელონა" არ აპირებს ვილიას გაყიდვას. ამბობებ, რომ ვილიას კიდევ ერთ შანსს მიცემენ, მაგრამ თუკი ის სეზონის ბოლომდე ვერ ათამაშდება, მაშინ ზაფხულში კლუბი მას წასვლის უფლებას მიცემს, რადგან სათადარიგო ფეხბურთელისთვის 7–8 მილიონის გადახდა ძვირი ფუფუნებაა. იმ შემთხვევაში, თუკი დავიდი ძველებურად ათამაშდება მას ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]