აბიდალი: "კარიერის დასრულებაზე არასდროს მიფიქრია"

აბიდალი: "კარიერის დასრულებაზე არასდროს მიფიქრია"

 

"ბარსელონას" მცველმა, ერიკ აბიდალმა დაამარცხა კიბო და ექიმებისგან ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიიღო. საახალწლო შესვენებამდე მან თანაგუნდელებთან ერთად 3 სავარჯიშო სესია ჩაატარა.

 

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მსურს ბრძოლა და მოედანზე დაბრუნება. ზოგჯერ დილით, როცა ვიღვიძებდი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა ნაბიჯ–ნაბიჯ ყველაფრის გამოსწორებას და ფეხბურთში დაბრუნებას ვცდილობდი, ეს ძალიან დამეხმარა" – განუცხადა ერიკ აბიდალმა კატალონიურ არხს.

 

"მე არასდროს მიფიქრია საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე, რადგან ფეხბურთი ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია" – დაამატა აბიდალმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.