ბუფონი: "პირლო მესის დონეზე თამაშობს"
ტურინის "იუვენტუსის" იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი თანაგუნდელისა და თანამემამულის ანდრეა პირლოსა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის ლიონელ მესის თამაშზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ უკვე შეუძლებელია იმის თქმა, რომ დღესდღეობით ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. რთული წარმოსადგენია, შესძლებს თუ არა ვინმე იმ მიღწევებს რაც მან ამ ხნის მანძილზე მიაღწია. თუმცა თავდამსხმელებს ყოველთვის უდიდეს ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს. მაგალითად პირლო მესის დონეზე თამაშობს, მაგრამ ანდრეა ნახევარმცველია და არ შეუძლია უდიდესი ყურადღება მიიპყროს." - დაასრულა ბუფონმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]