ფეხბურთელები ახალ წელს შეეგებნენ
ხავიერ მასკერანომ გულშემატკივრებს 2013 წელს ყველაფერი საუკეთესო უსურვა. "გულითადად მინდა წარმატებები გისურვოთ დამდეგ 2013 წელში. ყველას გეხვევით და ვისურვებ, რომ ეს წელი ყველაზე დასამახსოვრებელი ყოფილიყოს".
ვიქტორ ვალდესმა სოციალურ ქსელში სურათი არ გამოავეყნა, თუმცა მან ყველას მიულოცა ახალი წელი და ისურვა, რომ ყველა ბედნიერი იყოს ოჯახის წევრებთან ერთად.
ანდრეს ინიესტამ და ჟერარდ პიკემ სურათები მეორე ნახევრებთან ერთად გადაიღეს და ყველას შესაბამისი სურვილები მიუძღვნეს. კარლეს პუიოლი ახალი წლის დადგომას სამეგობროსთან ერთად უცდიდა.
დავიდ ვილიამ ახალი წელი საახალწლო ნაძვის ხის ფონზე მოგვილოცა, რომელიც მისმა შვილებმა მორთეს. 2013 წლის დადგომას ამჯერად სესკ ფაბრეგასი რომში შეხვდა, რაც ფოტოზე კარგად ჩანს.
ბოლოს გეტყვით, რომ ადრია ვილანოვამ, მთავარი მწვრთნელის უფროსმა შვილმა ღამით გულშემატკივრებ გაახარა და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მამასთან ერთადაა: "ღამით მე ძველი წელი გავაცილე და ჩემთვის განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად ცოტა ვითამაშე".

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]