ჯადოქარი კასაბლანკადან
ის დაიბადა კასაბლანკაში, მაგრამ ის ნამდვილი კულეა. აიუბ აბუ ულამი დაიბადა 1998 წლის 18 იანვარს. მისმა ოჯახმა გადაწყვიტა ეცხოვრა ბარსელონაში ლატიფთან (აბუს ძმა), რომელიც უკვე მუშაობდა "ბარსელონაში". თავდაპირველად, მისი მშობლები აბუს საფეხბურთო კარიერის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მისმა ნიჭმა მის მშობლებს აზრი შეაცვლევინა.
ამასთან, "ლა მასია" მისი პირველი საფეხბურთო სკოლა და გუნდია. ლატიფმა ის პრე-სკოლაში შეიყვანა, შემდეგ კი დააწინაურეს და "ლა მასიას" წევრი ოფიციალურად გახდა. იმდროინდელმა ახალგაზრდული სკოლის დირექტორმა, ჯოზებ გამბაუმ აღმოაჩინა მისი ნიჭი და ის "ლა მასიას" თანატოლებში დააწინაურა.
მან თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი წარამტებით გაიარა, ყველაზე წარმატებული მატჩი კი მის კარიერაში "რეალის" წინააღმდეგ იყო. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა მადრიდელებზე გამარჯვების მოპოვებაში.

2010 წელს, ახალგაზრდული გუნდების პასუხისმგებლებმა გილერმო ამორმა და ალბერტ პიგმა, აბუ ორი ეტაპით მაღლა დააწინაურეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა იყო, მაინც გამოირჩა და გამოავლინა მისი უსაზღვრო ნიჭი. ახლა, ის 16 წლამდელთა გუნდშია და ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს თამაშს.

აბუ სრულყოფილი ნახევარცმველია, როგორც ესპანეთში იტყვიან ნახევარმცველი ყველა მოზიციისთვის. მას შერწყმული აქვს ორი საფეხბურთო თვისება - მოძრაობა ნახევარდაცვაში და თამაშის საკუთარ თავზე აღება. იგი ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ტექნიკურია. იგი უნივერსალია და შეუძლია თამაში ყველგან. ერთერთ მატჩში, მან ითამაშა მარცხენა ვინგერად, შემდეგ მატყუარა ცხრიანად და მატჩი ნახევარდაცვაში დაასრულა.
როგორც პიროვნება, ის აღმერთებს საკუთარ ძმებს, ლატიფსა და მუსტაფას. მისი კუმირები არიან ჩავი და ინიესტა. ის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ყოველ მატჩს ადევნებს თვალყურს. მისი თამაშის სტილი მიაგავს ზინედინ ზიდანისა და ხუან რამონ რიკელმეს სტილს. თუ მან ასე განაგრძო პროგრესირება, მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ფეხბურთის ისტორიაში.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]