"ბარსა ბ"-მ წელი მოგებით დაიწყო
2013 წელი წარმატებული გამოდგა "ბარსელონა ბ"-ს ფეხბურთელებისთვის. კატალონიური კლუბის მე-2 გუნდმა, ლიგა ადელანტეს მე-20 ტურში, "ვილიარეალი" გასვლაზე 3:1 დაამარცხეს.
მიმდინარე გათამაშებაში, "ვილიარეალს" საკუთარ კედლებში წაგება არ ჰქონდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" პრიმერაში დაბრუნებისთვის იბრძვის და ბუნებრივია, ვალენსიელებს დიდი მოტივაცია ექნებოდათ, მაგრამ ეუსებიო საკრისტანის შეგირდებმა 3 ქულის მოპოვება და გუშინდელი მეტოქისთვის გადასწრება მაინც მოახერხეს.
პირველი ტაიმის მიწურულს, ანგარიში კარლეს პლანასმა გახსნა, რომელმაც მე-2 ნახევრის დასაწყისში, კრისტიან ლობატო შეეშველა. 77-ე წუთზე, "ვილიარეალმა" ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 8 წუთში, ხაუმე კოსტამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 1:3 გახდა. გარჯა არ უნდა დავუკარგოთ "ბარსა ბ"-ს მეკარეს, ხორდი მასიპს, რომელმაც კარგი თამაში ჩაატარა.
20 თამაშში მოპოვებული 32 ქულით, "ბარსა ბ" მე-5 ადგილზეა.
ბარსა ბ: მასიპი, ბალიუ, ლომბანი, პლანასი, გრიმალდო, გუს ლედესი, ლობატო (არაუხო 76), ს. რობერტო, კიკო ფემენია, დეულოფეუ (ილიე 68), ლუის ალბერტო (ხუან ანხელი 88).
გოლები: 0:1 პლანასი 44, 0:2 ლობატო 73, 1:2 სენა 77 (პენ), 1:3 კოსტა 84 (ს.კ.)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]