კასილია: "ვიმედოვნებთ, რომ "ბარსელონას" პრობლემებს შევუქმნით"
კატალონიური "ესპანიოლის" მეკარე, კიკო კასილია მოუთმენლად ელის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრას, "ბარსელონას" წინააღმდეგ.
"მოტივაციას მმატებს ის, რომ ვთამაშობთ ისეთ სტადიონზე, როგორიც "კამპ ნოუა". ვიმედოვნებთ, რომ "ბარსელონას" პრობლემებს შევუქმნით. "ბარსელონა" - ეს მხოლოდ მესი არ არის. მათ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა ჩაკეტვა მოგვიწევს. მე არ ვფიქრობ მესიზე." - ციტირებს მეკარის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" - "ესპანიოლის" დაპირისპირება დღეს, "კამპ ნოუზე", 22:00 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]