10 წელი ინიესტას დებიუტიდან

10 წელი ინიესტას დებიუტიდან

გუშინ 5 იანვარს გავიდა ათი წელი, რაც ანდრეს ინიესტამ პირველ ოიფიცალურ მატჩში ითამაშა "ბარსელონას" მაისურით. 

მისი დებიუტი "კამპ ნოუზე" მოხდა, მაშინ "ბარსელონას" ლუის ვან გაალი წვრთნიდა. ჰოლანდიელი უკმაყოფილო იყო არგენტინელი რიკელმეს თამაშით, ზოგადად კი იმ დროისთვის "ბარსას" ბარაქიანი ხანა ნამდვილად არ ჰქონია. სტატისტიკა თავად მეტყველებს: ორი თვე სახლში უგოლოდ. 

ანდრესი 18 წლის ახალგაზრდა იყო, მის გვერდით კი თამაშობდნენ ხავი და პუიოლი, უფრო მოზრდილები და გამოცდილები. "ელ მუნდო დეპორტივომ" ამ დღეს "ბავშვების დღე" უწოდა. 

ინიესტა "ბარსელონაში" 12 წლის გადმოვიდა, მას შემდეგ მისი კარიერა საუცხოოდ განვითარდა, დღეს კი ის "ოქროს ბურთის" სამ პრეტენდენტთა შორის ერთერთია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.