"ბარსელონა" – "ესპანიოლი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" – "ესპანიოლი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

პედრო როდრიგესი: "კიდევ ერთ გოლთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა მოხარული ვარ ორი გატანილი გოლის და განსაკუთრებით გუნდის გამარჯვების გამო. ეს გამარჯვება ტიტოს ეძღვნება. მისთვის უკან ძალიან რთული დღეები იყო და ახლა ყველანი ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რომ "ესპანიოლს" მომენტების შექმნა შეეძლო, ამიტომაც შეხვედრა ძალიან კარგად  დავიწყეთ. ჩვენ მხოლოდ ყოველ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და მდევრებთან სხვაობა გავზარდოთ".

სერხიო ბუსკეტსი: "ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და გოლი ადრე გავიტანეთ. ამის შემდეგ შეხვედრა დამშვიდდა და უპირატესობის გაზრდა მოვახერხეთ. ეს წლის დიდებული დასაწყისია. ტიტოს დაბრუნებამ ფეხბურთელებს ძალები შემატა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება "ოქროს ბურთს", მისი მოგების შანსი ჩვენს თანაგუნდელებს აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ჯილდო ჩვენთან დარჩება".

ვარჯიში 11 საათზე

გუნდი ვარჯიშს ორშაბათს, 11:00 საათზე "სიუტატ ესპორტივაზე" ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი, რომლის მოგების შანსი ინიესტას და მესის აქვთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.