"სპარტაკი" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ლეო მესი: "გასულ შეხვედრებში გოლებს ვუშვებდით, დღეს კი კარის მშრალად შენახვა გვართებდა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს უნდა მოგვეგო და ყველაფერი შესანიშნავად აეწყო. თამაში ძალიან რთული იყო: მოედანი, მეტოქე და პირობები...".
დანი ალვესი: "მოხარული ვარ ჩემი თამაშით, რადგან გუნდის დონეზე ვთამაშობ. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი პრესინგს გვეთამაშებოდნენ, თუმცა გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ, ამიტომაც ბოლო მატჩს აღარ დაველოდებით. ზოგჯერ დაცვას ყურადღებას ვერ ვაქცევთ, როცა ყველანი წინ მივდივართ, თუმცა დღეს მეტოქის კონტრშეტევები კარგად გავაკონტროლეთ. დიდი ხანია კარი მშრალად არ შეგვინახავს და ამის გაკეთება აქ შევძელით. მოხარული ვარ ვიქტორის გამო".
პედრო როდრიგესი: "ლეო ყველა რეკორდებს ამხობს. ის გამორჩეულია. პატივია მასთან თამაში. ჩვენ კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას გვაძლევს. თავს მოედანზე კარგად ვგრძნობდი, მართალია რამდენიმე მომენტ ვერ გამოვიყენე, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სიცივე მოედანზე არ იგრძნობოდა. საფარი კარგად გამოიყურებოდა, რადგან თამაშამდე მორწყეს. ბურთი ცოტა სხვანაირად ხტუნავდა, თუმცა საერთო ჯამში პირობებით კმაყოფილები ვართ".
ჟერარდ დეულოფეუ: "მოხარული ვარ სათამაშო დროის მიღებით გამო. ასე მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მივიღებ შანსს. შენ ყოველთვის გაქვს იმედი, რომ განაცხადში შეგიყვანენ, დღეს კი ასე მოხდა. მე ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო თამაშის ჩვენებას. ჩვენ მოვახერხეთ 3 ქულის აღება და შემდეგ ეტაპზე გასვლა.
ანდრეს ინიესტა: "მოხარული ვარ ნაჩვენები თამაშით. ვიმედოვნებთ, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავალთ. საფარმა ჩვენს თამაშზე არ იმოქმედა, ერთდერთი განსხვავება ბურთის ასხლეტის დონე იყო. მოედანს კარგად შევეჩვიეთ, ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ. ბოლო შეხვედრის სახლში ჩატარება ძალიან კარგია".
ჟერარდ პიკე: "არ მეგონა, თუკი ყველაფერი ასე ადვილად გამოვიდოდა. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში 3 გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი ბურტს ვაკონტროლებდით.. შემიძლია ვთქვა, რომ "სპარტაკი" მართლაც კარგი გუნდია. საკმარისია გავიხენოთ ის, თუ როგორი პრობლემები შეგვიქმნეს "ნოუ კამპზე". მესიმ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა".
მარეკ სუხი: "პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, გავუშვით 3 გოლი. ეს მძიმე დარტყმაა. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ მომენტები ჩვენაც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. დიმიტრი კომბაროვმა კუთხურის შემდეგ ვერ გაიტანა, შანსი მეც მქონდა. მეტოქემ კი ადვილად გამოიყენა საკუთარი მომენტები. მეორე ტაიმში კარგი ფეხბურთის სანახებლად გავედით მოედანზე, სამწუხაროა, რომ ვერაფრის შეცვლა ვერ მოვახერხეთ".
ხოსე ხურადო: "ძალიან რთული მატჩი. დებიუტში შანსები გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქე კი პირიქით, ჩვენს კარებთან ძალიან ეფექტურად მოქმედებდა. ძალიან რთული ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც "ბარსელონაა". ის საკუთარ სტილში თამაშობდა, იჭერდა ბურთს. მათ შემადგენლობაში არავის გამოვყოფ. დიახ, მესიმ დუბლი შეასრულა, თუმცა კატალონიელებმა კოლექტიურად კარგი თამაში აჩვენეს. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ. ვიმედოვნებთ, რომ "სელტიკთან" გაივმარჯვებთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]